Monday, September 7, 2015


ს.გ.VIII.8.  მოსწავლეს ესმის და შეუძლია წარმოაჩინოს, რომ ხელოვნება არის კომუნიკაციის  და კულტურის თვითგამოხატვის     საშუალება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           ადარებს ერთმანეთს სხვადასხვა კულტურის ხელოვნების ნიმუშებს: თემატიკის, სტილის, კომპოზიციური წყობის, კოლორი­ტის მიხედვით;
·           ასახელებს კონკრეტული კულტურის რამდენიმე მახასიათებელს, რომლებიც ასახულია ნამუშევარში (სამოსი, არქიტექტურა, ჭურჭელი, ავეჯი და სხვ.);

·           მსჯელობს, რა გაიგო ამა თუ იმ ერის შესახებ მისი ხელოვნების ნიმუშების გაცნობით.

ს.გ.VIII.9.  მოსწავლეს შეუძლია დაგეგმოს და მონაწილეობა მიიღო  სხვადასხვა სახის ღონისძიებაში.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
;
·           აწყობს გამოფენას (თავად შეარჩევს ნამუშევრებს, აწყობს ექსპოზიციას);
მიმართულება: ხელოვნების აღქმა კონტექსტში

ს.გ.VIII.10.   მოსწავლეს შეუძლია ამოიცნოს და შეადარს ერთმანეთს სხვადასხვა ეპოქისა და კულტურის ხელოვნების ნიმუშები. 
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           ადარებს ერთმანეთს სხვადასხვა ეპოქისა და კულტურის ხელოვნების ნიმუშებს და მსჯელობს მათ საერთო და განმასხვავებელ ნიშნებზე;
· ;
·           მსჯელობს, თუ როგორ იცვლებოდა სახვითი ხელოვნება (თემატიკა, სტილი, ტექნოლოგია, პროცედურა) დროსთან ერთად;

No comments:

Post a Comment